“ბიუჯეტს ჰქონდა შემაკავებელი, დადებითი როლი გაცვლით კურსთან მიმართებაში”

ხადური

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტში არსებული დეპოზიტების ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, 2011 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე შემოსულობები იყო, 2012 წელს 209 მილიონი ლარით მეტი, 2013 წელს 560 მილიონი ლარით, ხოლო 2014 წელს შემოსულობები უფრო მეტი იყო, ვიდრე დაიხარჯა, წელს კი შემოსავლები 285 მილიონი ლარით მეტი იქნება, ვიდრე დანახარჯი.

“წლის ბოლო 4 თვეში თანხებს მიმოქცევიდან ამოვიღებთ და გადავიტანთ მომავალი წლისათვის. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ საბიუჯეტო დახმარებებისას და ხარჯვებისას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა წელს, საბიუჯეტო დახმარებას დოლარში უფრო ნაკლებს ვღებულობდით, ვიდრე ვიხდიდით. 48 მილიონზე მეტ დახმარებას მივიღებთ დოლარში, ვიდრე ჩვენ გადავიხდით ვალებს წლის მეორე ნახევარში. ესეც ადასტურებს, რომ გაცვლით კურსზე არანაირი ზეწოლა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტს, პირიქით, აღნიშნულმა პერიოდმაც დაამტკიცა, რომ ბიუჯეტს ჰქონდა შემაკავებელი, დადებითი როლი გაცვლით კურსთან მიმართებაში”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 190 მილიონი აშშ დოლარით გაიზრდება.

“წლის პირველ ნახევარში, 7 თვეში, ჩვენ 81 მილიონი აშშ დოლარი დავაგროვეთ, რომელიც ეროვნული ბანკის რეზერვებში შევიდა. წლის განმავლობაში კიდევ დამატებით 110 მილიონ აშშ დოლარს დავაგროვებთ. წლის ბოლოს ჩვენ 190 მილიონი დოლარით გავზრდით ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებს”,- განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშისამსახურში აღდგენილი თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროში გამოცხადდნენ
შემდეგი სტატია„ომი არის საშინელება, რომლის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა გავილაშქროთ“