ბიბისი: წყალდიდობა თბილისში

ბიბისი: წყალდიდობა თბილისში

ბიბისი: წყალდიდობა თბილისშიმინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა წუხელ საქართველოს დედაქალაქ თბილისში – წერს ბრიტანული ბიბისი თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ.

გავრცელებული ინფრმაციით, სამი გარდაცვლილის ცხედარი თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს. ქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, გარდაცვლილი ადამიანების ნაწილი უკვე ამოცნობილია, გარდა ამისა, კიდევ სამი ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
მერის თქმით, თბილისში სიტუაცია ძალიან მძიმეა – სტიქიამ, ფაქტობრივად, ქალაქის ყველა რაიონში შექმნა პრობლემები.
«დატბორილია რამდენიმე სახლი, სარდაფები, სახლების პირველი სართულები და მიწისქვეშა გადასასვლელები» – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონული განვითარების სააგენტოს თქმით, მცხეთა-თიანეთის გზაზე დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრის ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობის პარალიზება გამოიწვია – წერს ბიბისი.
დაშავებულია სოფლები მცხეთის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც სტიქიამ გზები დააზიანა.
ბიბისის ცნობით, ქალაქის ვიცე-მერის შეფასებით ქალაქს დაახლოებით 10 მილიონის ზარალი მიადგა.

ბიბისი: წყალდიდობა თბილისში
თბილისის ბევრი მცხოვრები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ – მათი სახლები წყალმა დატბორა. მაშველები დატბორილ სახლებში ადამიანებს ეძებენ.
«სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოცემული მომენტისთვის დაღუპულად 8 ადამიანი გამოცხადდა, მიმდინარეობს სამის ძებნა» – დავით ნარმანის სიტყვები მოჰყავს გამოცემას.
სტიქიის ეპიდცენტრი გახდნენ რაიონები, რომელბიც მდინარე ვერეს ნაპირზე მდებარეობს. წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა ქუჩები და თბილისის ზოოპარკის ტერიტორია. დაშავდა ვოლიერები, სადაც ცხოველები იმყოფებოდნენ, ზოოპარკის ადმინისტრაციის მონაცემებით, დაკარგულია ან ლიკვიდირებულია ცხოველთა უმეტესობა – წერს ბიბისი.
«ცხოველთა ნაწილი გადარჩა, ზოგი ჩვენ დავაძინეთ, ძალიან ბევრი მოკვდა» – განუცხადა გამოცემას ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

ბიბისი: წყალდიდობა თბილისში
შს სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ მობილიზებულია მისი ყველა ქვეგანაყოფი იმისთვის, რომ ცხოველები დააძინონ და ზოოპარკში დააბრუნონ.
«მოცემული მომენტისთვის რამდენიმე ცხოველი დავაძინეთ და რამდენიმეს მოკვლა მოგვიხდა» – აცხადებს შს სამინისტრო.
ქალაქის მთავრობამ, მოსახლეობას სთხოვა ქუჩაში არ გამოვიდნენ. ვოლიერებიდან გაქცეული ცხოველების ვეტმფრენით ძებნაც მიმდინარეობს- ნათქვამია სტატიაში.

ბიბისი: წყალდიდობა თბილისში

banner
წინა სტატიაშიგავივლით კონსულტაციებს მთავრობასთან და ვეცდებით დახმარება გავუწიოთ მათ- შვეიცარიის ელჩი დახმარებისთვის მზად არის
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა