ბიბისი: საქართველოში ეროვნული გლოვის დღეა

ბიბისი: საქართველოში ეროვნული გლოვის დღეა

ბიბისი: საქართველოში ეროვნული გლოვის დღეაორშაბათი, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღეა.
უკანასკნელი მონაცემებით სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული. ოცამდე ადამიანის ძებნა ისევ მიმდინარეობს.
«ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო ამ 12 ადამიანის დაკარგვა. სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს – ჩვენ დაკარგულებს ვეძებთ და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ 15 ივნისი გლოვის დღედ გამოგვეხცადებინა» – საქართველოს პრემიერ-მინსტრი ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს ბიბისი.
ორშაბათი დედაქალაქში უქმე დღედ არის გამოცხადებული გამწმენდი სამუშაოების გამო, რაც ტრანსპორტის მუშაობას აფერხებს.
სტიქიის შედეგად, რომელიც წვიმამ გამოიწვია, დაიტბორა ხალხები და მიწისქვეშა გადასასვლელები. წყალმა მდინარე ვერეს ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები წალეკა. უსახლკაროდ ასობით ადამიანია დარჩენილი.
სვანიძის ქუჩაზე, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ ახალგაზრდებს მოჰქონდათ საჭმელი და ტანსაცმელი ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სამაშველო სამუშაოები არ შეწყვეტილა, სვანიძის ქუჩის ზოგიერთმა მცხოვრებმა საკუთარ სახლში ვერ შეაღწია.

ბიბისი: საქართველოში ეროვნული გლოვის დღეა
«ჩემი სახლი დგას, მაგრამ წყლით არის სავსე და გატეხილია ყველაფერი, კარები, ფანჯრები. არაფერია დარჩენილი. რაც აქ ვცხოვრობ, მსგავსი არაფერი მინახავს» – ბიბისი სვანიძის ქუჩის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ნინო შონიას ციტირებს.
მერია 260 ადამიანს პირველ ეტაპზე სახლებს დაუქირავებს: «სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა მიმდინარეობს» – თბილისის მერის სიტყვები მოყავს გამოცემას.
ბიბისი თბილისის ზოოპარკსაც ეხება და წერს, რომ ზოოპარკში დაღუპულია სამი თანამშრომელი «ისინი შენობაში იყვნენ, წყალი ძალიან მალე ავარდა და მათ გამოსვლა ვერ მოასწრეს» – ბიბისის განუცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
სტიქიამ ვოლიერები დაანგრია. დაიღუპა ბევრი ცხოველი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თეთრი ლომის ბოკვერის, ზოოპარკის საყვარელი შუმბა ტყვიით არის მოკლული, არ ადასტურებს ზოოპარკის ადმინისტრაცია, თუმცა, ამბობენ, რომ სპეციალურ სამსახურებს რამდენიმე ცხოველის მოკვლა მოუხდათ იმის გამო, რომ ისინი მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ.
ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია სულ რამდენი ცხოველი დაიღუპა.

ბიბისი: საქართველოში ეროვნული გლოვის დღეაbibisi

banner
წინა სტატიაშიდოიჩე ველე: თბილისში წყალდიდობის ზარალი 18 მილიონი დოლარია
შემდეგი სტატიასვანიძის ქუჩაზე კვლავ 78 წლის გურამ პეტრიაშვილს ეძებენ–დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება