ბიბისი: გუშინ 1400-მდე მგზავრმა ვარშავას აეროპორტიდან გაფრენა ვერ მოახერხა

ბიბისი: გუშინ 1400-მდე მგზავრმა ვარშავას აეროპორტიდან გაფრენა ვერ მოახერხა.

ბიბისი: გუშინ 1400-მდე მგზავრმა ვარშავას აეროპორტიდან გაფრენა ვერ მოახერხა.ათობით შიდა და გარე ფრენები, მათ შორის დიუსელდორფის, ჰამბურგის, კოპენჰაგენის მიმართულებით ვარშავას აეროპორტში გადაიდო. 12 რეისი კი გაჩერდა.

როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, შეტევა გრინვიჩის დროით 3 საათზე მოხდა. შეტევის მიზანი ლოტების საჰაერო სამსახურები იყო.
დაუდგენელი ჰაკერების მოქმედების შემდეგ, როგორც ავიაკომპანია ვარაუდობდა, სისტემა, რომელიც საფრენ გეგმებს აკონტროლებს, მწყობრიდან გამოვიდა. ფრედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში, შესაბამისად, ფრენები გადაიდო.
ავიაკომოანიამ განაცხადა, რომ პირველად მოხდა მსგავსი შემთხვევა მათი არსებობის ისტორიაში.
ამასთანავე, მათივე განცხადებით, მგზავრების ჰაერში უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ იყო.

«ჩვენ უახლოეს კომპიუტერულ სისტემებს ვიყენებთ, ასე რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლებელია დაემუქროს ნებისმიერ სხვა კომპანიას» – განაცხადა ლოტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ადრიან კუბიცკმა.
ჰაკერული შეტევის შედეგად დაზიანებების ლიკვიდაციას დაახლოეით 5 საათი დასჭირდა.
უკანასკნელ დროს სამგზავრო ავიაციაში ჰაკერული შეტევების რისკები ელექტრონული სისტემების და ინტერნეტის ინტეგრაციის შედეგად გაიზარდა. ეს მიღწევები კიბერტერორისტებს მიერთების შესაძლებლობას და საჰაერო ხომალდის მანძილიდან მართვის შესაძლებლობის ალბათობას უზრდის.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მინახავს მე ასეთი პროკურორები ციხეში (VIDEO)
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა