ბზეჟინსკი უკრაინისა და ბალტიისპირეთის სასწრაფო შეიარაღებას ითხოვს

07adb660c18c445c2c6fb6941cc33bb7აშშ-ს პეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ზბიგნევ ბზეჟინსკიმ მოუწოდა ამერიკელ სენატორებს, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ,,რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ცოტაა… უკრაინას თავდაცვითი იარაღი ჭირდება. რუსეთის შესაჩერებლად რეალური საქმეებია საჭირო და მათ შორისაა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება,, განაცხადა ბზეჟინსკიმ სენატის შეიარაღების კომისიის წინაშე გამოსვლისას.
ბზეჟინსკის აზრით, პუტინის მიერ ყირიმის დაპყრობა, ეს იყო გარკვეული ტესტი იმისა, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა ამაზე დასავლეთი. ,,პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება და გეტყვით ჩემს კოშმარულ ხედვას იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის რიგას და ტალინსაც აიღებს, რადგან მათ საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. ჩვენ კი დასავლეთში დავიწყებთ აღშფოთებას, ვიტყვით ,,რა კოშმარია,, და დავიწყებთ იმ დიდი საქმის კეთებას, რომელსაც ,,აბსოლიტურად არაფერი,, ქვია. მერე დაიწყება ლაპარაკი, რომ ატომური ომის საფრთხეა და არც ჯარებს გააგზავნის მათ დასაცავად არავინ და არც ფლოტს გადასხამს ისე, როგორც ნორმანდიაში. ამიტომ გთავაზობთ, რომ ნატომ თავისი მცირე კონტინგენტი ბალტიის ქვეყნებში დისლოცირებისთვის დაუყოვნებლივ გააგზავნოს, რათა პუტინმა იცოდეს, რომ თუ რამეს დააპირებს, იქ ამერიკელი, გერმანელი და სხვა ქვეყნის ჯარისკაცი დახვდება.,, აცხადებს ბჟეზინსკი, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ სანქციებიც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამასთანავე უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებაც აუცილებლად უნდა მოხდეს… ,,ამ ნაბიჯით მოსკოვში უნდა მიხვდნენ, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება ძვირი დაუჯდებათ,, აცხადებს ზბიგნევ ბზეჟინსკი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძეს მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს
შემდეგი სტატია“საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას”