ბექა ბასილაია: გიგი უგულავა არის მხნედ და ბრძოლის განწყობაზე

“გიგი უგულავა არის მხნედ და ბრძოლის განწყობაზე,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბექა ბასილაიამ გააკეთა, სადაც მანამდე ის გიგი უგულავას შეხვდა.

“გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი და ეს დადასტურებულია. ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმით ვეცდებით, რომ დავიხსნათ უკანონო პატიმრობიდან ის არის მხნედ, არის პოზიტიურად განწყობილი და ბრძოლის განწყობაზე,”- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გიგი უგულავას უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მათ საქალაქო სასამართლო მას განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გადასცემს, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

“აუცილებლად გავასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ ობიექტური სასამართლოს პირობებში. თუ ესეთი საშუალება მოგვეცა ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა როგორც ვხედავთ სასამარლო არ არის ობიექტური,”- ამბობს ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას სასამართლომ თბილსერვისის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიასფალტში მთვრალი ინდოელი ცოცხლად ჩამარხეს
შემდეგი სტატიაამის დედა ვატირე, რას გადაგვაყოლე ამ შენს ბიზნესს და პირად ინტერესებს, რით ვერ დაკმაყოფილდი , რა გინდა?