“ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს ფარგლებს სცდება”

ადვოკატ მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, პროკურატურა საქმის გახსნასთან ძალიან ახლოს არის. საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც იძლევა საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში მკვლელის ვინაობა დადგენილი იქნება.

“გამოძიება ფლობს უკვე ყველა დადასტურებულ დოკუმენტაციას, ეს არის დანაშაულის ჩამდენი პირის ანაბეჭდები, დნმ-ის ის აუცილებელი შემადგენლობა, რომელიც იდენტიფიცირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ასევე მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლები საქართველოს სცილდება და მთავარი პროკურატურა უცხოეთის ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს. რაც შეეხება ფოტორობოტს, ამაზე ჩატარებულია სერიოზული მუშაობა და არსებული მასალა იძლევა საფუძველს, რომ უკვე ფოტოც კი არსებობდეს”, – განაცხადა ადვოკატმა “იმედთან” საუბრისას.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარ სახლთან 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირადი ნივთები ნაპოვნია
შემდეგი სტატიაკრიმინალთან ბრძოლა იქცეს მთავრობის არსებით პრიორიტეტად და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობა–ირაკლი ღლონტი