ბერლუსკონე ყირიმულ შთაბეჭდილებებზე

ბერლუსკონე ყირიმულ შთაბეჭდილებებზე

ბერლუსკონე ყირიმულ შთაბეჭდილებებზეიტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონე ჟურნალისტებს ყირიმის შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.
პოლიტიკოსის აზრით, “ყირიმი მშვენიერია”, “ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა მიწამაც, ზღვამაც და მთებმაც” – განაცხადა ბერლუსკონემ.
“იმხელა ძალა მეძლევა როცა ასეთ რამეს ვხედავ” – განაცხადა იტალიის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

ბერლუსკონე ყირიმში პირადი ვიზიტით იმყოფებოდა. იალტაში ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. საღამოს მათ ერთად გაისეირნეს ქალაქში, დამსვენებლებს გაესაუბრნენ და ბავშვებთან ფოტოები გადაიღეს.

ჟურნალისტების შეკითხაზე, თუ რაზე ისაუბრეს პუტინმა და ბერლუსკონემ, პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო საკითხებს განიხილავდნენ.

2015 წლის ივნისის ბოლოს პოლიტიკოსები ერთად ისვენებდნენ ალტაიზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა უკრაინას “სააქციო საზოგადოება” უწოდა
შემდეგი სტატიაბრიტანელ ლეიბორისტებს ახალი ლიდერი ყავთ