ბეჟან გუნავა დაკავებულია

დღეს გამართულ აქციაზე “თავისუფალი საქართველოს” რეგიონული მდივანი ბეჟან გუნავა დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას”თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.
პარტიის ცნობით, აქცია “სითი პარკთან” მიმდინარეობს და მასზე “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების უფასოდ გასაჩივრებას სთავაზობენ.
“თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, ბეჟან გუნავა ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაყვანილი და სასამართლოში, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გადაიყვანენ.
პარტიის ინფორმაციით, აქციები “სითი პარკის” სადგომთან გრძელდება.
“დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აგრეთვე თავიანთი ჯარიმები მოგვაწოდონ ოფისში: თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, მე-10 კორპუსი, ბინა 32, ან ჯარიმის ფოტო ატვირთონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში «ქალების ვიაგრას» სერთიფიცირებას უწევენ რეკომენდაციას
შემდეგი სტატიამოკლული ლაშა მახარაძის დედა, არასამთავრობოებს, პრემიერისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს