ბელორუსია არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი – აცხადებს ლუკაშენკო

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ,,Bloomberg,, თან  საუბრისას განაცხადა, რომ ბელორუსია არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი.

,,ბელორუსია არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი და თავად რუსეთის ხელმძღვანელობაც არ სვამს ასე საკითხს… იყო რა თქმა უნდა რაღაც მინიშნებები იყო ადრე, რაზეც მე ძალიან მკაცრი რეაგირება გავაკეთე… ჩვენ ვიყავით და ვართ სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო,, განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთსი მრავლადაა პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ბელორუსია რაღაც ჩრდილო-დასავლეთის მხარეა რუსეთის… ,,ამაზეც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი, ჩვენ არასდორ ვიქნებით ჩრდილო-დასავლეთის მხარე, ისევე როგორც არადროს დავიწყებთ კონფლიქტს რუსეთთან,, განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს თქმით, მასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ  პუტინს არასდროს დაუფიქსირებია აზრი რომ ბელორუსია რუსეთის გუბერნიაა… ,,მან იცის როგორ რეაგირებას გავაკეთები ამაზე,, განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე სიტყვებით, პუტინმა მასტან საუბრისას ერთხელ დააფიქსირა პოზიცია ბელორუსიის მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ მას არ უნდა რომელიმე ქვეყნის დაპყრობა, რომ ბელორუსია საშუალო-ევროპული ნორმალური ქვეყანაა, რომელიც ვითარდება და არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთის პრინციპებს… ,,თქვენ თქვენს ბინაში ცხოვრობთ… ჩვენ ჩვენს ბინაში… ამავე დროს ძმები ვართ და სტუმრად დავდივართ ერთმანეთთან.. მეტი რაღა გვინდა?!,, პუტინის სიტყვების ციტირება მოახდინა ლუკაშენკომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საუბარი მასსა და პუტინს შორის, უკრაინის კონფლიქტამდე, რუსეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ შედგა.

,,რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომი რომ დაიწყოს… რუსეთის ხელმძღვანელობას საკუთარი ხალხიც ვერ გაუგებს… მე არ ვფიქრობ რომ ჩვენთან ომს გადაწყვეტენ … მაგრამ მიუხედავად ამისა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს… ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენთან მახვილით, მახვილითვე მოკვდება… ჩვენ ვიომებთ რუსეთთან, ევროპასთან, ამერიკელებტან და ვისთანაც გინდა… ვინც გადაწყვეტს, რომ დაიპყროს მიწის ის ნაჭერი, სადაც ბელორუსებმა უნდა იცხოვრონ. ბელორუსთა 100%-ს უნდათ იცხოვრონ დამოუკიდებელ სახელმწიფოში და ისინი დაიცავენ მას როგორც საჭიროა,, განაცხადა ლუკაშენკომ.

,,ბლუმბერგის,, კორესპოდენტის კითხვაზე ,,რა უნდა რუსეთს?,, ლუკაშენკომ განაცხადა: გავრცელებულია აზრი, რომ პუტინს იმპერიის აღდგენა სურს… მე მგონია რომ ის სულ სხვანაირი შინაარსის ადამიანია… მან მშვენივრად იცის, რომ თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი რამ ძალიან სახიფათოა… მაგრამ არა მხოლოდ პუტინს… რუსებს მთლიანობაში არ უყვარს, რომ მათ აზრს არ ითვალისწინებენ და მითუმეტეს  რეაგირებს თუ მას ჯოხს მოუღერებენ… ასეთია რუსული მენტალიტეტი და რუსეთთან ყურადღებით უნდა ვიყოთ. რა გინდოდათ თქვენ ერაყში?! ლიბიაში?! იქ მიხვედით იმიტომ, რომ იქ თქვენი სასიცოცხლო ინტერესები იყო… ზუსტად ასე თვილს რუსეთიც , რომ მისი სასიცოცხლო ინტერესებია საქართველოში და სხვა მეზობელ სახელმწიფოებში... იყო განცხადებები რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ბელორუსიაში მათი სასიცოცხლო ინტერესებია… მე ამაზე ღია რეაგირება მოვახდინე… ბიჭებო დაწყნარდით! ბელორუსიაში უპირველესად ბელორუსების სასიცოცხლო ინტერესებია … სად უნდა იყოს ჩვენი ინტერესები, თუ თქვენია აქ?! ვუპასუხე მე… ამას იმიტომ გიყვებით, რომ მიხვდეთ ეს დამახასიათებელი თვისებაა და არამარტო რუსეთის, არამედ საერთოდ დიდი ქვეყნების… მათ გონიათ, რომ თავიანთი სიდიადე შეინარჩუნონ და ინტერესები გაიტანონ, აუცილებლად ვინმეზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. ამაზე მარტო რუსეთს ვერ ვუსაყვედურებთ,, განუცხადა ,,ბლუმბერგის,,  კორესპოდენტს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშისპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირებაზე ფედერაციები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკია სასამართლოს სხდომაზეც დუმილის უფლებას იყენებს