“ბევრი თქვენთაგანი და თქვენი მომხრეები მარტოსოვზე ძველ მეგობრებს მოინახულებენ”- ნუკრი ქანთარია “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

“როგორც კი გადაუხვევთ კანონს ბევრი თქვენთაგანი და თქვენი მომხრეები მარტოსოვზე ძველ მეგობრებს მოინახულებენ,”- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ნუკრი ქანთარია ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდაჭერისათვის დაკვებული სამი პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს.

ქანთარიამ ოპოზიციასაც მიმართა და რჩევა მისცა.

“პოლიტიკური მთელი პასუხისმგებლობა იმ ხალხზე, რომლებიც თქვენი მომხრეებიდან დაკავებულია თქვენზეა. მე მოგიწოდებთ იარეთ კანონის ზღვარზე, კი ბატონო, ოღონდ კანონის ზღვარზე. როგორც კი გადაუხვევთ კანონს დარწმუნებულები იყავით, რომ ბევრი თქვენთაგანი და თქვენი მომხრეები მოინახულებენ თავის ძველ მეგობრებს მატროსოვზე,”- განაცხადა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ამ პარლამენტმა და მთავრობამ თავის თავი ამოწურა, ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია
შემდეგი სტატიააქცია ივანიშვილის სასახლესთან-ბიზნესცენტრთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული