ბაჩო ახალაია: მთავარი ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის აუცილებლობაა, ეს არის საჩქარო

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მისთვის ახალი ბრალის წაყენებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობასაც აქვს თავისი ლიმიტი.

“გასაგებია, რომ პროცესის დახურვის მიზნით სჭირდება ივანიშვილს ამ სისულელის მოგონება, თითქოს 10 000-დან 60 000 ლარამდე მიმითვისებია.

არც მასალებს გვაცნობენ, არც საქმეს აძლევენ ადვოკატებს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. საიდუმლოებას როგორც ასეთს ესენი ეძახიან, მე ხმამაღლა ვიტყვი: 10 000-დან 60 000 ლარამდე თანხის მითვისება, აი სულ ეს არის.

საბოლოოდ მაინც იმის თქმა მინდა, რომ ყოველივე ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის აუცილებლობაა, ეს არის საჩქარო, რადგან დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობასაც აქვს თავისი ლიმიტი, რაც უფრო გვიან მოხდება ყოველივე ეს, მით უფრო საზიანო იქნება ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის”, – აცხადებს ახალაია.

banner
წინა სტატიაშიმიუნხენში პოროშენკო-მერკელი-ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობას.
შემდეგი სტატიაახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს