ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო

ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო

ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყობაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო–ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს

“სასამართლოს უსინდისო და ამორალური ქცევა უკვე აჭარბებს ყოველგვარ ზღვარს. დღეს ერთი საათით ადრე გავიგე, რომ ჩემი სასამართლო პროცესი, რომელსაც წელიწადზე მეტია ველოდები კვლავ გადაიდო გაურკვეველი ვადით, ისეთივე ხრიკებით, როგორც ეს პროკურატურას და სასამართლოს ჩვევია. ეს შეიძლება არ ჩათვლილიყო საგანგაშოდ, რომ არა ის ძლიერი ზეწოლები მოწმეებზე, რასაც ახლა უკვე თან ახლავს ზეწოლის სრულიად ამორალური და ბინძური ფორმები.
მე პირადად არ ვთვლი, რომ შიმშილობა ეს პროტესტის ან აზრის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ამჯერად მას სამწუხაროდ ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ უსინდისობის, ამორალურობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ვერაფრით დათრგუნავენ. ამავდროულად ჩემი მხრიდან პერსონალური სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული, მიუხედავად იმისა გაუძლებენ ისინი ამ ზეწოლას თუ ვერა.
სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს უწყობს ადამიანების ჩაგვრას. ჩემი მოთხოვნა კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც და საზოგადოებასაც გაგაგვებინოს სასამართლომ სხდომის თარიღი, რაც ცოტაოდენი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომლებმაც არც კი იციან კიდევ რამდენ ხანს უნდა იმყოფებოდნენ ასეთ ტანჯვაში.
ბაჩო ახალაია”–წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე 
10.09.2015

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი: რუსეთი სირიაში კონტრაქტის მიხედვით აგზავნის ტექნიკას
შემდეგი სტატიაზესტაფონში ერთმანეთს ტვირთმზიდი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა