სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
ბაჩო ახალაიამ შიმშილობა 10 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყო. ბაჩო ახალაიას შიმშილობის დაწყების მიზეზი სასამართლო პროცესის გადადება გახდა.