ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ აქვს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, მილსადენი თურქეთის ტერიტორიაზე ყარსის პროვინციაში დაზიანდა, რასაც საქართველოში მილსადენის ოპერირებაზე გავლენა არ აქვს.

როგორც ვალიშვილმა განაცხადა აფეთქების მიზეზი გაურკვევლია და თურქეთის შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ, თუმცა მინისტრის მოადგილე აქვე აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის გამო გაზმომარაგებას საფრთხე არ შექმნია.

„გარდა ამისა ამ დღეების განმავლობაში თვითოონ მილსადენი ცარიელი იყო, რადგან დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაობები მიმდინარეობდა და შესაბამისად ამ მომენტისთვის მილსადენი გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდა, ასე რომ არცერთ ნაწილში ჩვენ ეს საფრთხეს არ გვიქმნის“, – განაცხადა ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქბა მოხდა. აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია და ადგილზე თურქეთის სახელმწიფო მილსადენის კომპანია “Botas”-ი, აფეთქებული მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებს. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება, გაზსადენზე განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება
შემდეგი სტატიაბორჯომში ხანძარია