ბაფტისტი სონღულაშვილი საზღვარგარეთ ქართველებს ლანძღავს

1381539_10151708714596262_860229965_nაშშ-ს ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი, დოდონა კიზირია, ,,ფეისბუქით,, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან თავად მოისმინა ტეხასის ბაილორის უნივერსიტეტში ქართველ ბაფტისტთა ლიდერის მალხაზ სონღულაშვილის გამოსვლა, სადაც ის ქართველების მიმართ სარკაზმითა და დაცინვით საუბრობდა…
,,მეგობრებო, ალბათ გაგიგიათ სახელი – მალხაზ სონღულაშვილი. ეს გახლავთ ბაპტისტი მღვდელი, რომელსაც არაერთი კეთილშობილი საქმე აქვს გაკეთებული. მან თავისი წვლილი შეიტანა იმისათვის, რათა კახეთში დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის მშვიდობიანად დამთავრებულიყო. ერთხელ თუ ორჯერ მოვუსმინე მის გამოსვლასაც და პატივისცემით განვეწყვე მის მიმართ. საუბედუროდ, დიამეტრალურად შემეცვალა მასზე წარმოდგენა, როდესაც მოვისმინე მისი გამოსვლა ტეხასის ბაილორის უნივერსიტეტში, ქალაქ ვაკოში ჩატარებულ კონფერენციაზე.
ამ კონფერენციის საერთო სათაური იყო „საქართველო გზის გასაყარზე.“ ბევრი საინტერესო და, ვიტყოდი, იმედის მოცემი მოხსენება იქნა წაკითხული. ბატონი მალხაზის გამოსვლა კი ისეთი სარკაზმითა და დაცინვით იყო სავსე ქართველების მიმართ, რომ სახტად დავრჩი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ბევრ რამეში ძნელი იყო არ დავთანხმებოდი. ყველაზე სავალალო ის იყო, რომ იგი ელაპარაკებოდა აუდიტორიას, სადაც არაფერი ან ძალზე ცოტა იცოდნენ საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ და ამიტომ ადვილად დაიჯერებდნენ პატივცემული სასულიერო პირის ნალაპარაკევს. მისი მოხსენების საკვანძო განცხადებები იყო შემდეგი:
1. საქართველოს ნაციონალური ნარატივი არის უაღრესად ნაციონალისტური, არატოლერანტული და ქედმაღალი. იმათთვის, ვისთვისაც კულტუროლოგიური ტერმინი „ნაციონალური ნარატივი“ არ არის ცნობილი, დაახლოვებით ეს არის ჩვენს ფსიქიკაში კულტურული და ისტორიული მახსოვრობით ჩანერგილი ზოგადი არქეტიპი, ზოგადი წარმოდგენა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე.
2. ქართველები ყოველ არაქართველს ზემოდან უყურებენ როგორც არასრულფასოვნებს და მათ თანასწორ მოქალაქეებად არ თვლიან. მხოლოდ ასპროცენტიანი ქართული სისხლის მქონე ადამიანი არის დაფასებული. სწორედ ამიტომ არც აფხაზებს და არც ოსებს არ სურს ჩვენთან ურთიერთობა.
3. ის მითები, რომლებზეც ეს ნაციონალური ნარატივია დაფუძნებული შექმნა, გააშალაშინა და გამუდმებით ნერგავს ქართველების შეგნებაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ეს მითებია იმის შესახებ, რომ ქართული ენა არის ღვთაებრივი ენა, ქართველი ერი დასაწყისს იღებს უხსოვარ დროოიდან, დავითის, ებრაელთა მეფისაგან. მითია, რომ ქართველი ვალდებულია (იყო) ებრძოლა ათი მუსულმანის წინაშე და ბევრი.
4. ამ ქედმაღალი ნაციონალური ნარატივის ჩამოყალიბებას დიდიად შეუწყო ხელი ქართულმა ლიტერატურამაც. მაგალითად, ისეთმა ნაწარმოებებმა, როგორიცაა იოანე ზოსიემს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი,“ ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრება,“ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
5. მართლმადიდებლური ეკლესია ხელს უწყობს რა ნაციონალური ნარატივის და მისი მითებისა განმტკიცებას ქართველთა შეგნებაში, ფაქტიურად ქართველთა ფეოდალური ფსიქიკის შემნარჩუნებელია.
6. ქართველები ტრაბახობენ, რომ ებრაელები 26 საუკუნეა საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში მათ მიმართაც ქედმაღლური და დამცინავი განწყობა აქვთ.
7. ქართველები სიძულვილით უყურებენ ყველა სექსუალურ მიდრეკილების მქონე ადამიანებს, გარდა ჰეტეროსექსუალების და ამ სიძულვილს ისევ და ისევ აღვივებს მართლამადიდებელი ეკლესია.
8. საჭიროა ქართველებმა ისწავლონ მათგან განსხვავებული ნაციონალობის, რელიგიისა დ სექსუალური მიდრეკილების ადამიანების პატივისცემა და მათი თანაბარუფლებიან მოქალაქეებად აღქმა.
სავსებით ვეთანხმები მერვე პუნქტს, მაგრამ სხვა, ნახევრად მართალ (ეს კი სრულ ტყუილზე უარესია) და ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს, რასაკვირველია, შევეკამათე, რომლის შესახებ შემდეგ სტატუსში გიამბობთ.,, წერს პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ჟურნალისტიკიდან წავიდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 10 საათზე დაასახელებს