„ბატონი ბარნოვის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო ქცევა”

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოფელ ორჭოსანში მომხდარ ინციტდენს ეხმაურება, რომელშიც მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი მონაწილეობდა.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ანდრო ბარნოვმა საკუთარი ქვეყნის პოლიციის ღირსება შელახა და ქულების დაწერას შეეცადა.

„ბატონი ბარნოვის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო ქცევა და ჩემთვის პირადად ეს იყო დიდი სიყალბის გამოვლინება, როდესაც ის ერთის მხრივ ცდილობდა პატრიოტულ ტალღაზე წარმოეჩინა თავი და მეორეს მხრივ შეურაცხყოფას აყენებდა და შელახა მან საკუთარი პოლიციის ღირსება, რომელიც მთელ პერიმეტრეზე, მთელი ეს პერიოდი იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომლის ხელისუფლებამაც კოდორის ხეობა, საკუთარი მოსახლეობა, მრავალი ქართული დროშა და ტექნიკა მიატოვა უცერემონიოდ და უაპელაციოდ ისე, რომ ერთი სიტყვა და არგუმენტიც არ დასცდენიათ საკუთარი მოსახლეობის წინაშე. დღეს ეს ადამიანი ჩადის ე.წ. საზღვარზე და საკუთარი ქვეყნის პოლიციის წარმომადგენელს აყენებს შეურაცხყოფას, თან ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს ამ ინციდენტის გამო. ჩემთვის პირადად ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი და მე მოვუწოდებ ბატონ ბარნოვს და ყველა სხვა მოქალაქეს ვინც დაინტერესებულია ამ პროცესებით, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის პროვოკაციებისგან“, – განაცხადა თალაკვაძემ “იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ანდრო ბარნოვი იმყოფებოდა. ბარნოვსა და პოლიციელს შორის შეკამათება მოხდა. ბარნოვი პოლიციელს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ფინანსთა მინისტრს არაალკოჰოლური სასმელების პროდუქციის სავალდებულო მარკირების გადავადებას ავალებს
შემდეგი სტატიაწულუკიანი ხელისუფლების მთავარ სისუსტეს ასახელებს