ბასილაია: ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ეს მიღწევა

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ეს მიღწევა – გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება, – ამის შესახებ უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სასამართლოსთან ალიანსში, გარიგებაში ცდილობს, რომ უგულავა კვლავ დააბრუნოს უკანონო პატიმრობაში და ამის თაობაზე ღიად ისაუბრა გია ვოლსკიმ, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენის თაობაზე საუბრობდა. ბექა ბასილაიას განცხადებით, დღევანდელი შედეგი ადრეც უნდა დამდგარიყო, “თუმცა მაინც მადლობა სასამართლოს, რომ სიმტკიცე ეყო”.
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დღეს დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუუქმდა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: დღეს ისინი დამარცხდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის ნაწილია