ბარაქ ობამა პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშში მონაწილეობას არ მიიღებს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშში მონაწილეობას არ მიიღებს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საფრანგეთში დაგეგმილ სოლიდარობის აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე წარმოადგენს.
მარშში, რომელიც პარიზის დროით 15:00 საათზეა დანიშნული, მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ წემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.
სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვ.
საქართველოს პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.
ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ ატქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე – საფრანგეთის შემდეგ გერმანია
შემდეგი სტატია“ჩვენ არ ვართ მკვლელები, ჩვენ წინასწარმეტყველის დამცველები ვართ”-შერიფ კოაჩი