ბარაქ ობამამ ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა

როგორც გამოქვეყნებული დეკლარაციიდან ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას და მისი მეუღლის საერთო შემოსავალი წელიწადში 1,9 -დან 6,9 მილიონ დოლარანდე მერყეობს.
ოჯახის ქონების დიდი ნაწილი ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. სხვა აქტივები საპენსიო ფონდშია, შემნახველ ანაბრებზე და შემნახველ საპენსიო ანგარიშებზე. 130 ათასი დოლარი შემოსავალი მხოლოდ ბარაკ ობამას წიგნმა მოიტანა.
დეკლარაციიდან ჩანს, რომ ოჯახს სახლი აქვს ჩიკაგოში და ის შეფასებულია 500 ათასიდან ერთ მილიონ დოლარამდე. აშშ-ს ფედერალურ საგადასახადო სისტემაშო ობამების ოჯახს 93 ათასი დოლარი აქვს გადახდილი გასული წლის მანძილზე.
2013 წელს ობამას შემოსავალი 1,8 დან 7 მილიონამდე ფასდებოდა.
აშშ-ს კანონმდებლობით, თანამდებობის პირი ყოველ წელს ვალდებულია ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნოს, ამასთანავე, უფლება აქვს მიუთითიოს შემოსავლის ქვედა და ზედა ზღვარი, რაც რეალურ ციფრებზე საუბარს ართულებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს
შემდეგი სტატიავარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს