ბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ალაპარაკდა

ობამა 9 მილიონ ემიგრანტს მოქალაქეობას მისცემს

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თუ დიპლომატიური გზით უკრაინის კრიზისი ვერ მოგვარდება, აშშ უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის.

ამ თემაზე ობამამ ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“თუ დიპლომატიური გზით საკითხის მოგვარების შანსი დაიკარგება, ჩემ გუნდს სხვა შესაძლებლობების გამოყენებას ვთხოვ. ერთ-ერთი ასეთი გზა კი უკრაინისთვის მცირე თავდაცვითი იარაღის მიწოდებაა, თუმცა ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამ საკითხზე მე უკვე მქონდა კონსულტაცია ანგელა მერკელთან, მაგრამ სხვა მოკავშირეებთანაც განვიხილავ მას”,-განაცხადა ობამამ.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიაისლამისტმა მებრძოლებმა ჯადოქრობაში ბრალდებულს თავი მოკვეთეს