ბალტიმორში არეულობის გამო კომენდანტის საათს შემოიღებენ

unnamed (5)დაახლოებით 15-მა პოლიციელმა მიიღო დაზიანება აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში დენმონსტრანტებთან შეტაკებისას მას შემდეგ, რაც აფროამერიკელი ფრედი გრეის დაკრძალვა სტიქიურ პროტესტში გადაიზარდა.

შტატის გუბერნატორმა მერილენდ ლარრი ჰოგანმა განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარებისთვის ეროვნულ გვარდია გამოიყვანა ქალაქის ქუჩებში, რომ ისინი პოლიციას წესრიგის დამყარებაში დაეხმარონ.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათის დროს ქუჩაში ყოფნა მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება: თუკი სამსახურში მიდიან ან თუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

კომენდანტის  საათი ერთი კვრა იმოქმედებს.

პოლიციამ 27 ადმიანი დააკავა.

თვითმფრინავიდან გაკეთებულ ვიდეჩანაწერებში  ჩანს ათობით ადამიანი, რომლებიც პოლიციელებს ქვებს და ბოთლებს ესვრიან.

სიბნელის დადგომასთან ერთად ბალტიმორში დიდი ხანძარი  ახალაშენებულ შენობაში გაჩნდა. შენობაში სხვადასხვა სოციალური ოფისები იყო განტავსებული, მათ შორის ახალგაზრდობის და ოჯახების მხარდაჭერის ორგანიზაციის ცენტრი.

25 წლის ბალტიმორელმა მკვიდრმა შავკანიანმა ფრედი გრეიმ ყველასთვის ამოუხსნელი კისრის ტრამვა მიიღო დაკავების შემდეგ. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროტესტი მისმა სიკვდილმა  გამოიწვია.

საპოტესტო მარში იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც გრეი იქნა დაკავებული. პოლიციის ვერსიით გრეი, რომელიც ქუჩაში მიდიოდა, საეჭვოდ გაიქცა, რომლის შემდეგაც დაკავებულ იქნა. ის პოლიციის მანქანაში აგრესიულად იქცეოდა, რის შემდეგაც ხელბორკიდები დაადეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი როგორ მიიღო მან სერიოზული ტრამვა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიუგულავას, მერაბიშვილის, სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის გაერთიანებული წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაევროკავშირი აღოსავლეთ უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის