ბალკანეთი: მიგრანტები ახალ გზებს ეძებენ

მიგრანტების ნაკადი, რომლებიც ხორვატიაში არიან გაჩერებული, ისევ ცდილობენ ჩრდილოეთისკენ განაგრძნონ გზა იმის მიუხედავად, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი მათ არ უშვებს. სლოვაკეთის პოლიციამ მათ წინააღმდეგ, დაშლის მიზნით წიწაკის გაზი გამოიყენა. ამავე დროს უნგრეთმა ხორვატია საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხორვატიიდან პოლიციელების ესკორტით მატარებლით ათასობით მიგრანტი ჩავიდა უნგრეთში.
მომავალ კვირას ევროკავშირი ორ სხდომას ჩაატარებს, რომელიც მიგრაციის კრიზისის თემას შეეხება. ათასობით მიგრანტმა, რომლებიც ევროკავშირის ჩრდილოეთ ქვეყნებში ცდილობენ გადასვლას, ღამე რკინიგზის სადგურზე გაათენეს.

გამკაცრებული კონტროლის გამო ბევრი ლტოლვილი სატრანსპორტო მარშრუტს თავს არიდებს და ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

მიმდინარე კვირას, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა საზღვარი დაკეტა, სერბეთიდან ათასობით მიგრანტი ხორვატიას მიაწყდა. თავდაპირველად ხორვატიამ განაცხადა, რომ მიგრანტებს მიიღებდა, თუმცა მთავრობამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანას რესურსები ამოეწურა და არ შეუძლია მეტი მიგრანტი შემოუშვას ქვეყანაში.
მან დაურეგისტრირებლად გაუშვა მიგრანტები სლოვაკეთსა და უნგრეთში, რამაც ამ ქვეყნების განრისხება გამოიწვია. სამივე ქვეყანა ევროკავშირს ეკუთვნის, თუმცა ლტოლვილებს უნგრეთსა და სლოვაკეთში უნდათ გადასვლა – ისინი შენგენის ზონაში შედიან.
უნგრეთმა ხორვატიელი პოლიციელები უკან გააბრუნა და ლტოლვილების ავსტრიასთან განაწილება დაიწყო. ავსტრიის მთავრობამ უკმაყოფილება გამოთქვა – უნგრეთი მას არ შეთანხმებია აღნიშნული ქმების გამო. ვენამ უფლება დაიტოვა უარი უთხრას ლტოლვილებს ქვეყანაში შეშვებაზე.

1111

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს