ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი ტაბაწყურში იპოვეს

ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი, ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.

როგორც “თაიმერს” “მთის კურორტების განვითარების” კომპანიიდან აცნობეს, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდი კურორტ დიდველიდან, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, ტაბაწყურის მიმართულებით გადავიდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამ საათიანი ძებნის შემდეგ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათ ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ძლიერი ქარის, ნამქერისა და ცუდი ხილვადობის გამო, ტექნიკა აღნიშნულ წერტილთან ვერ მიდის. თუმცა ისინი მაშველებს ფეხით ამოყავთ,”-აცხადებს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშივირუსების შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან არის მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაგუდაურსა და ნინოწმინდაში საკოორდინაციო შტაბები შეიქმნა