მიუნხენის ,,ბაიერნმა,, გერმანიის ,,ბუნდესლიგის,, 30-ე ტურისთვის 76 ქულა დაუგროვდა და თავის უახლოეს მდევარს ,,ვოლფსბურგს,, (რომელმაც დღეს ,,ბორუსია,, მიუხენგლადბახთან გასვლითი მატჩი წააგო) 15 ქულით გაუსწრო, რითაც 2014-15 წლების სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე ,,ბუნდესლიგის,, ჩემპიონის ტიტული 25-ედ მოიგო…
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ,,ბაიერნი,, გერმანიის ჩემპიონატს უკვე მესამე წელიწადია ზედიზედ იგებს.