ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

ბათუმში, 53 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული რამაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით)

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს. დაუდგენელმა პირმა მას დანით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. შემთხევა გარდაცვლილის ძმის სახლის წინ, ხიმშიაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყოლია, თუმცა, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეო კამერა.
სასწარაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის განცხადებით, მამაკაცს დიდი ოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ის რამდენიმე წუთში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთის რაიონში
შემდეგი სტატია100 შვილის მამა , 39 ქალის ქმარი და 33 ბავშვის ბაბუა – ზიონა შანა