ბათუმში სამი წლის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა

ბათუმში სამი წლის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ წმინდა თევდორე აჭარელის ქუჩაზე მოხდა. ღია ჭა, სადაც სანიაღვრე წყლები ჩაედინება ორსართულიანი კორპუსის ეზოში მდებარეობს. იქვეა სტადიონი და სავარჯიშო მოედანი. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ჭა რამდენიმე თვის წინ “ბათუმის წყალის” თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკით გაწმინდეს და გააღრმავეს. მათივე თქმით, გაწმენდითი სამუშაოების დროს მოიშალა ღობე და სწორედ ეს გახდა ბავშვის ჭაში ჩავარდნის მიზეზი.

3 წლის ალექსანდრე დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში„პოზა აირჩია, რომ თან არის და თან არ არის“
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის მკვლელობის დროს ქუჩის სათვალთვალო კამერები გამორთული იყო