ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ბათუმში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ქობულეთის ყოფილი გამგებელი რეზო ხარაზი დააკავეს. “ნაცინალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის და საკრებულოს წევრის გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და სავარაუდოდ მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება. მისივე ცნობით,  ხარაზი პარტიის ერთ-ერთ წევრისთვის დახმარებას შეეცადა, რომელსაც საპატრულო პოლიციამ მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით ჩამოართვა. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ პატრულის მიერ მართვის მოწმობის ჩამორთმევა გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მათი თქმით, გუშინ საღამოს მაშინ როდესაც ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სახლში ბრუნდებოდა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხაბაძის მანქანა უნებლიედ შეაყოვნა. მათი განცხადებით, ის საპატრულო პოლიციამ მართვის მოწმობის ჩამორთმევით დასაჯა. როგორც კირთაძე ახადებს,ეს დაკავების დაახლოებით იგივე მეთოდია, რაც ქუთაისში მოხდა.

“როგორც სჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ გველაპარაკოს , საინტერესოა რამდენს დაგვიჭერენ და როდემდე,”-აცხადებს კირთაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის წინაშე, უარი თქვას ორმაგ სტანდარტებსა და ძალადობაზე
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ახლა მართლა “დეჟავიუ” დამეწყო