ბათუმის სამაშველო სამსახური: წყლის დონემ იკლო

დატბორილი ბათუმი

ბათუმში წყლის დონემ იკლო, – ამის შესახებ განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ბათუმის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა გააკეთა.

როგორც ზვიად ჯაფარიძე აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

“ამ დროისთვის წყლის დონემ იკლო. წყალი ეზოებში და სარდაფებშია დარჩენილი. ყველა გამოძახებაზე ხდება რეაგირება და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ მოსახლეობას. დამატებით მობილიზებულია თბილისის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ამ წუთებში მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები,” – განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, ზვიად ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაწყებულია
შემდეგი სტატიათიბილოვი: თუ საქართველო ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, ცხინვალი თბილისთან კავშირების აღდგენას არ შეეცდება