ბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა

ბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა. მსვლელობის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი ნაწილი თბილისში გუშინ, ნაწილიც დილით ადრე ჩამოვა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აჭარიდან თბილისში აქციაზე 2500-მდე ადამიანი წამოვიდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელისუფლება ხალხის ძალას კიდევ ერთხელ იგრძნობს.
“ამ უნიათო არაფრის გამკეთებელ ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ, რომ მათი დრო წავიდა”, – აცხადებს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ კონცელიძე.
დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლიღარიბაშვილი: აქციის ჩატარება კანონით გათვალისწინებული უფლებაა
შემდეგი სტატიაშსს “ნაციონალური მოძრაობის” აქციის გამო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს