ბადრი კალანდარიშვილი: ჩემთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნავში ჩაჯდა

ბადრი კალანდარიშვილი: ჩემთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნავში ჩაჯდა

ბადრი კალანდარიშვილი: ჩემთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნავში ჩაჯდა„თავისუფალი დემოკრატების“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტიის რიგები დატოვა. ბადრი კალანდარიშვილმა მიზეზად ალასანიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის ერთობლივად შეტანის ფაქტი და ის გარემოება დაასახელა, რომ ხვიჩა ჯიშკარიანის პარტიის რიგებში გაწევრიანების შესახებ მხოლოდ მედიიდან შეიტყო და მისი პერსონა უკვე ყოფილი თავმჯდომარისთვის მიუღებელია.
“ჩემთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნავში ჩაჯდა. ამიტომ, ვტოვებ პარტიას და ვუერთდები იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობიდან იხსნა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
სენაკის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სულ ორი წევრი იყო წარმოდგენილი, თუმცა პარტიის რიგები დატოვა ზური აფაქციძემაც. შესაბამისად საკრებულოში ალასანიას პარტიას ამჟამაად მხოლოდ ერთი წევრი, ხვიჩა ჯიშკარიანი წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშილარი დღესაც გამყარდა
შემდეგი სტატიასკოლებში ჭადრაკის ელექტრონული პროგრამა დაინერგება