ბადრაგი აერიათ ბრალდებულში, გაექცათ მოწმე-მეგი გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა პარლამენტარმა მეგი გოცირიძემ, „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ მთავრობის შეცდომებზე ისაუბრა და რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, რის გამოც, მისი თქმით, მთავრობა უნდა გადადგეს.
„რატომ უნდა გადადგეს მთავრობა იცით? იმიტომ უნდა გადადგეს, რომ ბაჩო ახალაიას 11 საქმეზე წაუყენეს ბრალი, აქ არ იყო, ჩამოვიდა თქვა, რა გინდათ ბიჭებო, მოვედი, აბა დამიმტკიცეთო და მოწმეები, რომლებიც პროკურატურამ მოიყვანა, შპარგალკებით კითხულობდნენ დაწერილ ჩვენებებს. ბადრაგი აერიათ ბრალდებულში, გაექცათ მოწმე, ნაციონალები ცრუ მოწმეების მოყვანას მაინც ახერხებდნენ. იმიტომ უნდა გადადგეს, რომ გიგი კალანდაძეს, რომელსაც არაადამიანურ და საშინელ მოპყრობას ედავებოდნენ, მუხანათურად დააპატიმრა წულუკიანმა და ალასანიამ, მაგრამ სასამართლომ გაამართლა და აქეთ უჩივლა მაგათ გიგიმ, ამიტომ უნდა გადადგეს ეს მთავრობა” – განაცხადა მეგი გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშინორმალურია, რომ მოწვეულ უცხოელ პროკურორებს ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან უხდიან
შემდეგი სტატიამოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და ბრალდება პროკურატურის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლისა და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა-ირაკლი შოთაძე