ბაბუშერას სამარხიდან კიდევ 12 ცხედარი გადმოასვენეს

ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირებულ ნეშტებს დღეს “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან” სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. დღემდე, 10-მდე ასეთი შეხვედრა გაიმართა და სოხუმის ბაბუშერას და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია გადაწყდა. 2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ- ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებულია
შემდეგი სტატიადიდუბეში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო