ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა საავტომობილო გზებზე გამოწვეულია რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის და ნამქერების) გამო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 18 მარტს ელოდებიან
შემდეგი სტატიალარი კვლავ გაუფასურდა