,,ახალმა თაობამ წესიერი ადამიანის პერსპექტივა უნდა დაინახოს,,

sariSvili-bavSvebit.98,,გუშინ ბათუმში ჩატარებულმა ფესტივალმა და ჟივილ–ხივილმა ბევრი წლის წინ, აფხაზეთში ომის დროს დანარჩენ საქართველოში, კონკრეტულად კი თბილისში პარალელურად დუბაის და სხვა ტურისტულ–გასართობი ავიარეისების რეკლამები გამახსენა.
მაშინაც და ეხლაც, იყო ხალხი, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილები, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მხატვრული ფილმივით უყურებდნენ და ამდენადვე განიცდიდნენ.
მაგრამ ამის პარალელურად მაშინაც, მთელს საქართველოში, და დღესაც, ბათუმში, ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ და გუშინაც გააპროტესტეს ბათუმში ჩატარებული ფესტივალი.
მაშინაც, ომის დროს, იყო ხალხი, რომელიც მანდარინის ბიზნესით აყვავდა აფხაზეთში.
დღესაც, თბილისში, იყვნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც ამ უბედურებით ხეირი ნახეს.
მაგრამ ამავე დროს, მაშინაც, ომის დროს იყვნენ თავდადებული ადამიანები, უფროსები, ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს და ომში წავიდნენ.
ეხლაც, ამ დღეებში, იყვნენ ტაქსისტები, რომლებიც უფასოდ მუშაობდნენ მთელს ქალაქში.
ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან უსისხლო, უჯიშო გამყიდველები.
ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან გმირები, ჩვეულებრივად წესიერი ადამიანები.
და ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა!
ასეთი ადამიანების რიცხვი მცირდება – ტყვიით, შიმშილით, ღირსების შელახვით!
ასეთ ადამიანებს გაფრთხილება უნდა!
ასეთ ადამიანებს დაფასებულს უნდა უყუროს ჩვენმა საამაყო ახალგაზრდობამ, და დაინახოს, რომ წესიერად ცხოვრება ყოველთვის არ ნიშნავს ტყვიით. შიმშილით ან სირცხვილით სიკვდილს!
რომ წესიერება არ ნიშნავს უპერსპექტივობას!
ეს უნდა დაინახოს ახალმა, ძალიან კარგმა, ღირსეულმა და ამავე დროს, ჩვენგან განსხვავებით, პრაგმატიკოსმა თაობამ, აუცილებლად უნდა დაინახოს, რომ ამ დღეებში რა გზაზეც დადგნენ, იმ გზიდან არ გადაუხვიოს!
ახალმა თაობამ წესიერი ადამიანის პერსპექტივა უნდა დაინახოს!
უნდა გავუფრთხილდეთ წესიერ ადამიანებს!
უნდა დავაფასოთ წესიერი ადამიანები!
ახალი თაობისთვის მაინც!,, წერს პოლიტიკური ორგანიზაცია ,,იმედის,, ლიდერი ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა – ,,ვერედალეულების რევოლუცია,,
შემდეგი სტატიასპეციალურმა ჯგუფებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ვეფხვის კვალი ვერ აღმოჩინეს