ახალი წესდება მასწავლებლებისათვის

განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი დაამტკიცა. წესდების მიხედვით, მასწავლებელი შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მიიღებს საყვედურს, რომელსაც სხვადასხვა ფორმა გააჩნია, ასევე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლებაც, თუმცა ცლილებები არ ითვალისწინებს მასწავლებლისთვის ფინანსური სანქციის დაწესებას.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე პასუხისმგებელი სამინისტროში არსებული დისციპლინური კომიტეტია, რომელიც მასწავლებელზე დაკვირვებას დაიწყებს იმ შემთხვევაში თუ მას მშობელი, სკოლაში დასაქმებული პირი ან სხვა ადამიანი მიმართავს.

როგორც ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი აცხადებს, კომიტეტმა გადაწყვეტილება ორ კვირაში უნდა მიიიღოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც სკოლის დირექტორს მოუწევს.

მისივე თქმით, მასწავლებელს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სამეურვეო საბჭოში ექნება.

„დამტკიცდა მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესი, ის მოიაზრებს რეგულაციებს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში რა ქმედებებს უნდა მიმართოს სკოლამ. როგორ უნდა განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა, როგორი გასაჩივრების უფლებით არის აღჭურვილი პედაგოგი, რა დამცავი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ სკოლას არ ჰქონდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“,-განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა

აღნიშნული წესდება ძალაში 2015 წლის 1 იანვარს შევიდა.

banner
წინა სტატიაშიმამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში მიმდინარე კვირას გადმოასვენებენ
შემდეგი სტატია“უდოს” კომისია უქმდება