ახალი პრეზერვატივი 100%-ანი ორგაზმი ქალებისთვის

ამ კვირაში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია კომპანია ,, IXu,,-ს პროდუქტზე სახელწოდებით  “VA w.o.w.”, რომელიც ქალებისათვის ორგაზმის გარანტიის მიმცემი სპეციალური პრეზერვატივია.

ინტერესი ამ პროდუქტის მიმართ გამოიწვია ჟურნალ ,,Women’s Health Magazine,,-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც  ,, IXu,,-ს პრეს რელიზს ციტირებდა.

აღწერილობის მიხედვით, საუბარია ქალურ პრეზერვატივზე ,,მსუბუქი წინდის,, ფორმით, რომელიც ვაგინაში თავსდება და რომელსაც გააჩნია გულის ფორმის გარე რგოლი-ვიბრატორი, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია გარეგანი დისტანციური მოწყობილობით… მაგალითად ,,ბლუთუზით,,

მწარმოებელთა მტკიცებით, მომხმარებელი ქალების 70% პრეზერვატივის პირველივე გამოცდაზე აღწევენ ორგაზმს, განმეორებით ცდაზე კი ქალების 84%… ხოლო მეოთხე ცდაზე მომხმარებელ ქალთა 100% ორგაზმს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დასკვნები კომპანიამ 50 მოხალისე წყვილზე ჩატარაბული ცდების შედეგად დადო.

banner
წინა სტატიაშიობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაერაყში აშშ-ს საკონსულოსთან აფეთქებას 3 ადამიანი შეეწირა