ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერის გამეორების საშიშროება არსებობს

“თაიმერი” და ტექნიკური უნივერსიტეტი სტიქიის კვალდაკვალ

ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიის კვლევა, სადაც უხვი ნალექის და ძლიერი მიწისძვრის შედეგად შესაძლოა ისევ განმეორდეს მეწყრული პროცესი, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კოჯრის მთაზე, იქ საიდანაც მეწყერი თავდაპირველად დაიძრა, არის დარჩენილი მიწის მასა, რომელიც, მათი ინფორმაციით ისევ აქტიურია.

როგორც დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს არსებობს მეწყერის გამეორების ალბათობა.

„დაახლოებით 360 ათასი მეტრ კუბი მასალის, არის კიდევ დარჩენილი. ეს არის არა მყარ და არასტაბილურ მდგომარეობაში, რომელიც ხელშემწყობი პირობების შემთხვევებში, უხვი ნალექმა ძლიერმა მიწისძვრამ, შესაძლებელია მაისის დაძვრა გამოიწვიოს,“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

მისივე თქმით, კვლევები ჩასატარებელია სხვა უბნებზეც და მთლიანად ვერეს ხეობა არის გამოსაკვლევი.

თეა გოდოლაძემ ისაუბრა ვერეს ხეობაში მდებარე ახალ გზაზე, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა.

როგორც ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, გზის აღდგენის რეკომენდაცია არ არსებობს.

„მე რეკომენდაციას არ გავწევ, იმიტომ რომ არ ვიცით რა მოხდება რეალურად იმ გზის აღდგენის პირობებში. საშიშროება არსებობს,“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ვაუჩერებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს