“ახალგაზრდული ოლიმპიადა, შესაძლოა კორუფციის წყარო გახდეს” – სევდია უგრეხელიძე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.

თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში მერიაში. მთავრობის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავენ. სხდომას საკრებულოს უმცირესობიდანაც ესწრებოდნენ. სევდია უგრეხელიძემ შეხვედრა უკვე დატოვა. საკრებულოს დეპუტატის თქმით, მან ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ვერ მიიღო. “ხომ არ ექნება ადგილი კორუფციას”? – დეპუტატი დაინტერესდა თუ რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებით 6 მილიონი ლარი “დინამო არენას” მოწესრიგებისთვის. ასევე სევდია უგრეხელიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადა შესაძლოა კორუფციის წყარო გახდეს. „ინფრასტრუქტურა თბილისში ასეთ მდგომარეობაში რომაა ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, როგორც ჩანს ამაზე ისინი დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ, ვინაიდან ბატონმა მერმა განაცხადა, რომ ისინი გადადიან თათბირის რეჟიმში, რაც ჩემთვის იყო ნიშანი, რომ უნდა დამეტოვებინა მთავრობის სხდომა,“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. საკრებულოს დეპუტატის პრეტენზიებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფრომა უპასუხა. ავთანდილ სუდაძე ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. მისი თქმით, ოლიმპიადისთვის მზადებისას გამოკვეთა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ სამუშაოების ნაწილი შეასრულა და კარგად დაგეგმილიც არ იყო. „ოლიმპიური ობიექტები დაგეგმილი არ იყო, პროექტებიც კი არ იყო შეძენილი. სამუშაოების გარკვეული ნაწილი იყო დაწყებული. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ყველას მოვუყარეთ თავი, კოორდინაცია გავუკეთეთ სამუშაოებს, დავალაგეთ ყველა საკითხი,“ – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

banner
წინა სტატიაშიიაპონია საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯიათი“ მოიხსენიებს
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში ნეპოტიზმი ამსახველი ფოტომასალა და სქემები გამოაქვეყნა