ახალგაზრდა სისხლს შეუძლია მოხუცის ტვინი გააახალგაზრდავოს

ახალგაზრდა სისხლს შეუძლია მოხუცის ტვინი გააახალგაზრდავოს

ახალგაზრდა სისხლს შეუძლია მოხუცის ტვინი გააახალგაზრდავოსამერიკელი ნეიროფიზიოლოგები სიცოცხლის გახანგრძლივების და გაახალგაზრდავების ახალ მეთოდებზე მუშაობენ. მეთოდი უძველეს რეცეპტზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს მოხუცებისთვის ახალგაზრდების სისხლის გადასხმას.
მიმდინარე მომენტში კალიფორნიის პალო-ალტოს საავადმყოფოში კლინიკური ცდა მიმდინარეობს, რომელშიც 300 ალცგეიმერის სინდრომით დაავადებული ხანშიშესული მონაწილეობს. მათ 30 წლამდე ახალგაზრდების სისხლს უსხამენ.
გენეტიკოსების და ნეოროქირურგების ჯგუფმა ჯერ კიდევ 7 წლის წინ მიიღეს პირველი შედეგი, როცა ახალგაზრდა ცხოველების სისხლმა ტვინის ქსოვილის დეგენერაციაზე იმოქმედა და ნეირონების და აქსონების ტვინში ზრდას შეუწყო ხელი.

“იმის ალბათობა, რომ ახალგახრდა ადამიანის სისხლის ცილას შეუძლია სხვა ორგანოებზე და მათ შორის ტვინზე მოქმედების მოხდენა, დამაინტრიგებელია” – ამბობს ნეიროქირურგიის პროფესორი სტენფორდის უნივერდსიტეტიდან ტონი ვუს-კორეი.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ახლაგაზრდა სისხლის რომელი ნივთიერება მოქმედებს ხანშიშესულის ორგანიზმზე დადებითად, თუმცა მეცნიერების ვარაუდით, შესაძლებელია ეს იყოს ინსულინისმსგავსი ზრდის ფაქტორი (IGF-1), რომელიც ძვლის ქსოვილის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ექსპერიმენტი, ალცგეიმერით დაავადებულებს ახალგაზრდა სისხლი გადაუსხან, გასულ წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. პაციენტებს კვირაში ერთხელ უსხამენ სისხლს. ამასთანავე აკონტროლებენ ტვინში მიმდინარე ცვლილებებს.

banner
წინა სტატიაშიკრასნოდარი: მკვლელი მსხვერპლთან ერთად ლიფტში გაიჭედა
შემდეგი სტატიასაგანგებო რეჟიმში მუშაობს ამ წუთებში ყვარლის რაიონული საავადმყოფო