აწყურში, მეწყერით დაზარალებულებს ბინებს შეუძენენ

შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აწყურში მეწყერსაშიში ზონა მოინახულეს და დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ

როგორც გადაწყდა შვეიცარიის განვითარების სააგენტო, თითოეული დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სოციალური დახმარების სახით 20 ათას ლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, ეკომიგრანტებისათვის სოფლის მეურნეობის კუთხით სხვადასხვა სახის დახმარება მოხდება.

აწყურში მცხოვრები, ორი ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინით დევნილთა სამინისტრომ, გასულ წელს უკვე მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მეწყერი პირველად 2012 წლის მაისის თვეში ჩამოწვა, რამაც 8 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. დაზარალებულები ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ, მათ კომპენსაციას ქირის სახით, ადგილობრივი ხელისუფლება უხდიდა.

banner
წინა სტატიაში„გაერთიანებული დემოკრატები“ გურჯაანის პოლიციის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვენ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” – პროგრამა “აწარმოე საქართველოში” “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა