აშშ-3 მილიონი დოლარი რუსი კიბერდამნაშავის დაჭერისთვის

აშშ: 3 მილიონი დოლარი რუსი კიბერდამნაშავის დაჭერისთვის

აშშ: 3 მილიონი დოლარი რუსი კიბერდამნაშავის დაჭერისთვისაშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რუსეთის მოქალაქის ევგენი ბოგაჩემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 3 მილიონი დოლარი დააწესა. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, რომელიც ოდესმე დაუწესებია კიბერდამნაშავის დაჭერისთვის აშშ-ს.
ბოგაჩევი, რომელიც 1983 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა, კიბერსივრცეში ცნობილია როგორც lucky 12345 და slavik-ი. ზუსტად ამ ფსევდონიმებით მიეცა ის პასუხისგებაში 2012 წლის 22 აგვისტოს ნაბრასკას შტატში გამოძალვის, კომპიუტერული თაღლითობის და პირადი მონაცემების მოპარვის მუხლით.
2014 წლის 19 მაისს პენსილვანიის დასავლეთი მხარის დიდმა ჟიურიმ მასზე სისხლის სამართლი საქმე თავისი სახელით და გვარით აღძრა იგივე და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
პროკურორების თქმით, ბრალდებული იმ ადმინისტრაციული სქემის ხელმძღვანელია, რომლებიც მილიონობით მომხმარებელის პესონალურ კომპიტერებში პროგრამების Jabber Zeus, GameOverZeus (GOZ) და Zeus-ის (ზევსი) წყალობით შევიდნენ და მოიპარეს პირადი მონაცემები, საბანკო რეკვიზიტები, პაროლები, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერები და სხვა ინფორმაციები, რომელიც ელექტრონულ საბანკო სისტემებთან დასაკავშირებლად არის საჭირო.
საერთო ჯამში მის სახელს 100 მილიონი დოლარის მოპარვა უკავშირდება.
აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ ოპერაცია „ზევსის“ გამოძიება 2009 წელს დაიწყო, რომლის საფუძველზეც პენსილვანიაში 2011 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბოგაჩევის წინააღმდეგ.
2012 წელს ფედერალურმა ბიურომ დაახლოებით 30 რუსი ახალგაზრდა დააკავა, რომელებიც სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ აშშ-ში. მათ ბრალად კიბერდამნაშავეების ხელშეწყობა ედებოდათ. ბევრ მათგანს რამდენიმე თვით ციხე მიესაჯა. კასყმ ადიგიუზელოვს, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთ ორგანიზატორად იყო მიჩნეული, 4 წელი მიუსაჯეს, ვოლგოგრადელ ჰაკერ ნიკოლაი გარიფულინს კი, რომელმაც ზევსი შექმნა – ორი წელი.
ამერიკის მთავრობა მოუწოდებს ყველას, ვისაც კავშირი აქვს ბოგაჩევთან, რომ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდონ მასზე.

banner
წინა სტატიაშიპუტინის რეიტინგი 86%-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – ვიცე-მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება