აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დაკითხვის მეთოდის ავტორებს სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დაკითხვის მეთოდის ავტორებს სასამართლოში უჩივლეს

აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს დაკითხვის მეთოდის ავტორებს სასამართლოში უჩივლესაშშ-ს სამოქალაქო თავისუფლების დაცვის კავშირმა სასამართლოში ორ ფსიქოლოგს უჩივლა, რომლებმაც ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსთვის დაკითხვის მკაცრი პროგრამა შეიმუშავა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.
მომჩივანთა აზრით, ჯეიმს მიტჩელის და ჯონ ჯესონის მიერ შემუშავებული პროგრამა საკმარის სამეცნიერო მტკიცებულებებს არ შეიცავს, დაკითხვის წარმოდგენილი მეთოდი კი წამებას უახლოვდება. ამასთანავე, როგორც ისინი აღნიშნავენ, პროგრამა გულისხმობს ისეთ საშუალებებს, როგორიც არის ცემა, დახრჩობის იმიტაცია, ძილის და ჭამის უფლების ჩამორთმევა.
საჩივარი, რომელიც ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი, წარადგინილია ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს სამი ყოფილი პატიმარის სახელით. ერთ-ერთი მათგანი დაკავების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ექიმების დასკვნით, სიკვდილი სიცივის გამო დადგა. დანარჩენი ორი – სულეიმან აბდულა სალიმი და მოჰამედ ბინ საუდი ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ციხეში ბრალის წაყენების გარეშე ისხდნენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიავანუატუს სპიკერმა საკუთარი თავი შეიწყალა