ამერიკული სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები F-16 იძულებული იყვნენ გაეცილებინათ სამგზავრო თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც „ტვიტერში“ გაჩნდა მუქარა თვითმფრინავის აფეთქების შესახებ.
როგორც ატლანტას აეროპორტის თანამშრომლები იუწყებიან, თვითმფრინავები მშვიდობიანად დაფრინდნენ, სპეციალისტებმა ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.
მოგვიანებით გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადასტურა, რომ ცრუ განგაში იყო.