აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის?

ერთერთი უკრაინული ინტერნეტ გამოცემა,  ორ ამ დრომდე გაუხმაურებელ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-მ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. უკრაინას იარაღს მიაწვდიან და იმდენს, რამდენიც საერთოდ არ იგეგმებოდა. აშშ-ს მთავრობაში აზრთასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, არსებობს აზრთასხვაობა მიწოდების ფორმების სისწორეზე. აშშ ამ საკითხში უკრაინას იმდენად არ ენდობა, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ ამ საკითხს ის კურირებდეს იქნება,, აცხადებს გამოცემა.

იარაღის მიწოდებასთან ერთად, გამოცემის აზრით, დონბასში და ლუგანსკში უკრაინის სამხედრო დარტყმებს, რუსეთის გათიშვა მოყვება SWIFT -ს  საბანკო სისტემიდან, რაც რუსეთის მთელი ხელმძღვანელობისა და მათი ნდობით აღჭურვილი პირების ანგარიშების გაყინვას ნიშნავს. სხვათაშორის ამ საბანკო სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე, მაკეინ-გრემის ამერიკის პრეზიდენტისადმი წერილშიც იყო მითითებული.

რამდენად სანდოა უკრაინული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოკლე ხანში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური გეგმა–ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატიასასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა