აშშ-ს 300 მედესანტე უკრაინულ გვარდიას გაწვრთნის

იტალიაში ბაზირებული აშშ-ს საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 300-მდე ინსტრუქტორი უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ იავოროვში მიემართება, რათა უკრაინული ნაციონალური გვარდიის მებრძოლები გაწვრთნან.

პენტაგონის პრეს-მდივნის ვანესა ჰილმანის განცხადებით, უკრაინა და აშშ აპირებენ უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ბრძოლისუნარიანობის გაზღდას, რათა მათ ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება უკეთ შეძლონ.

აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას რუსეთი უკვე გამოეხმაურა, მას მშციდობისათვის საფრთხის შემცველი უწოდა.

დასავლელი ექსპერტის უოლტერ მიდის თვალსაზრისით, უკრაინის მთავარი გამაჯვება იქნება არა ყირიმის და დონბასის ტერიტორიების ბრძოლით დაბრუნება, არამედ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებზე წესრიგის დამყარება.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი “დროში აცდენილია” და ამას ვერ ხვდება”– ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიაპუტინმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა