აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი თბილისშია. ამ წუთებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი თარიბაშვილს ხვდება. შემდეგ კი დაგეგმილია მოლაპარაკებები პრეზიდენტ მარგველაშვილთან.

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს.

ნულანდი თბილისში ბაქოდან ჩამოფრინდა, საქართველოდან კი ის სომხეთში მიემგზავრება.

ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ნულანდი ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება.

მხარეები განიხილავენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონის უსაფრთხოების თემებს და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატიაუმრავლესობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციებს გამართავს