აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აზრის თავისუფალ გამოხატვასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მოსახლეობას ჰქონდა საშუალება, მთავრობა ღიად ეკრიტიკებინა.

მედიასთან დაკავშირებით აღნიშნულია ის, რომ მთავრობის პირები პერიოდულად ჟურნალისტებს აკრიტიკებენ. ასევე ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანიები აუმჯობესებენ საქმიანობას დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებაში.

ანგარიშში მოხვდა მაესტროდან ჟურნალისტების წასვლის და რუსთავი2-ში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების ფაქტები.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შესულია ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა დაკავებების შესახებ. მოხსენებაში რუსეთი მკაცრად არის გაკრიტიკებული და უკრაინაში რუსეთის ძალადობას დღეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საკმაო დრო დაუთმეს.

“დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ძალებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებისთვის, საპენსიო მომსახურებისთვის, რელიგიური მსახურების და განათლების მისაღებად ამინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადილება შეუზუდეს. ეს შეზღუდვები ადმინისტრაციული საზღვრის ორივე ხაზზე რუსეთის ბორდერიზაციის პროცესით გამკაცრდა, რამაც შეზღუდა გადაადილების თავისუფლება და შექმნა ფიზიკური ბარიერები, გაყო მეობრები, ოჯახები და ხელი შეუშალა სასოფლო სამეურნეო მიწებთან, წყლის რესურსებთან, სასაფლაოებთან მისვლას. რუსეთის ჯარმა და დე ფაქტო შეიარაღებულმა ძალებმა შეუზღუდეს საერთაშორისო დამკვირვებლებს აფხაზეთში მოზაურობა ამ საჩივრების და ჩაგვრის საქმეების გამოსაძიებლად,” – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში 13 ივნისის სტიქიაზე დავით ნარმანიას წინააღმდეგ სარჩელი შევიდა
შემდეგი სტატიაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოები ხუთნახევარი მილიონი დაუჯდება