აშშ-ს სამხედრო გამანადგურებელი Jason Dunham შავ ზღვაში შევა

87b6e652842f6fe2032b855e00b4a5cb3 აპრილს აშშ-ს სამხედრო ძალების გამანადგურებელი Jason Dunham შავი ზღვის აკვადორიაში შევა. გემს რაკეტების მართვა შეუძლია და დამხმარებას გაუწევს „ატლანტიკური გადაწყვეტილების“ ფარგლებში სამხედრო წვრთნებს – ინფორმაციას TACC ავრცელებს.
„გემის შავ ზღვაში გამოჩენა აშშ-ს მხრიდან მოკავშირეებთან ერთგულების დემონსტრირებაა, ასევე მშვიდობის და სტაბილურობის გაძილიერების ჩვენება რეგიონში“ ნათქვამია ამერიკული სამხედრო-საზღვაო VI ფლოტის განცხადებაში.
მარტში შავ ზღვაში ნატოს 6 გემი შევიდა. ისინი იქ რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის მოწვევით იმყოფებოდნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყო კრეისერი Vicksburg, ოთხი თურქული Turgut Reis, იტალიური ლოგისტიკური ტანკერი Spessart.
მონტრეს კონვენციის თანახმად შავი ზღვის აკვადორიაში არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემები 21 დღეზე მეტ ხანს ვერ გაჩერდებიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ორი ქალი დაიჭირეს, რომლებიც ნიუ-იორკში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან დემოკრატიის და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო