აშშ-ს სამხედროები დედამიწაზე „პროგრესის“ ვარდნას 8 მაისისთვის ელოდებიან

სატვირთო ხომალდი „პროგრესი M-27M“ სავარაუდოდ, ორბიტადან 8 მაისს დაეშვება. ასეთი ცნობა გაავრცელეს კოსმოსური ოპერაციების გაერთიანებული ცენტრის აშშ-ს სტრატეგიულ შტაბში.
გამოქვეყნებული მონაცემებით, ხომალდი „პროგრესი“ ატმოსფეროში შემოვა და არსებობას დაახლოებით 16.30 წუთზე შეწყვეტს ევროპის დროით.
სამხედროები ვარაუდობენ, რომ ვარდნის ადგილი ჩრდილოეთ განედის 35 გრადუსზე და დასავლეთ გრძედის 113 გრადუსზე იქნება, ანუ, აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად.
რაკეტა „კავშირმა“ და ხომალდმა „პროგრესი“ სტარტი ბაიკანურიდან 28 აპრილს აიღეს. მესამე დონის რაკეტის და ხომალდის ერთმანეთთან დაშორების შემდეგ ფრენის მართვამ ტელე-მეტრული ინფორმაციის მიღება შეწყვიტა.
ხომალდთან კავშირის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ კოსმოსური ხომალდის დიდი ნაწილი მიწის ატმოსფეროს გავლისას დაიწვება.
პროგრესის ბორტზე 2,5 ტონა ტვირთი იყო. მათ შორის 500 კგ. საწვავი, 50- ჰაერი, 420 წყალი, ასევე ჟანგბადის ბალონები და აპარატურა, ტუალეტისთვის საჭირო ელემენტები, ჰაერის კონდიცირება და სხვა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ყველას გავცემ საკადრის პასუხს
შემდეგი სტატიაყაზახეთმა 9 მაისი 7-ში იზეიმა